0 5 : 0 2
 | 

პოლიტიკა

,, ბორჯომის #13-ე და #19-ე საარჩევნო უბნების გარეთ უცნობი პირები ამომრჩეველს აღრიცხავენ"

ჩამოტვირთვა

ქუთაისსა და ხუთ თვითმმართველ თემში მიმდინარე არჩევნების მეორე ტურს, ადგილობრივი სამოქალაქო სექტორის 18 ათასზე მეტი წარმომადგენელი უწევს მონიტორინგს. მათ შორის არის „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.“ ორგანიზაციის ინფორმაციით, უბნების გახსნა და ამომრჩევლის მიღება დროულად მოხდა, თუმცა დაფიქსირებულია რამდენიმე დარღვევა.

„დაფიქსირდა რამდენიმე დარღვევა, რომელიც უკავშირდება საარჩევნო კომისიის წევრების მხრიდან მოვალეობის არაჯეროვან შესრულებას.  გადასატან ყუთთან დაკავშირებული პრობლემები, ხმის მიცემის ფარულობის  დარღვევის ერთი შემთხვევა. ამომრჩევლის ნების კონტროლის შემთხვევები და წილის ყრის პროცედურების დარღვევა,“-განაცხადა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა.  

ორგანიზაციის ინფორმაციით დარღვევების დიდი ნაწილი დაფიქსირებულია ბორჯომში. ამასთან, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით ამავე ქალაქში #13-ე და #19-ე საარჩევნო უბნების გარეთ დაუდგენელი პირები იმყოფებიან და უბნებზე მისულ ამომრჩეველს აღრიცხავენ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები