2 0 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ოზურგეთში 43-ე საარჩევნო უბანზე პატრული გამოიძახეს

არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს პარლამენტართა საზოგადოების" წარომადგენლის, ფიქრია მამარდაშვილის განცხადებით, ოზურგეთში 43-ე საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველთა სიებს კონკრეტული პირები ადგენენ. 

მისი განცხადებით, აღნიშნული ქმედება ვიდეომასალით აღბეჭდა, რასაც მცირე ინცინდენტი მოჰყვა. მამარდაშვილის ინფორმაციით, აღნიშნულის შემდეგ პატრული გამოიძახა, თუმცა სამართალდამცავებმა მისთვის კამერის წართმევა სცადეს.

"ოზურგეთის 43-ე საარჩევნო უბანზე ყოფილი დეპუტატი საარჩევნო სიებს ადგენდა. ეს ყველაფერი დავაფიქსირე. ამით ისინი ამომრჩეველზე ზეგავლენას ახდენენ. მანქანებში სიები იყო. პატრულოს ეკიპაჟი გამოვიძახე. მოვიდნენ "შკოდას" მარკის ავტომობილებით, თუმცა სამართალდამცავებმა ჩემზე მოახდინეს ზეწოლა. ხელითაც კი შემეხნენ და კამერის წართმევა სცადეს. მერე ჟურნალისტები მოვიდნენ და სამართალდამცავებმა ჩემზე ზეწოლა შეწყვიტეს",- განაცხადა ფიქრია მამარდაშვილმა.

interpressnews.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები