1 6 : 5 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ზაზა ჩაჩანიძის მიმართვა ამომრჩეველს: გამარჯვებისთანავე დავიწყოთ სიღარიბის, უმუშევრობის დამარცხება და ბორჯომელთა ცხოვრება უკეთესი გავხადოთ

ჩემო ძვირფასო ამომრჩევლებო,

საათებიღა გვაშორებს ერთობლივ დამაჯერებელ გამარჯვებასა და იმ ბრწყინვალე წამს, საიდანაც უსწრაფესად უნდა დავიწყოთ ჩვენი სოფლისა და ქალაქის აღმშენებლობა, სამუშაო ადგილების შექმნა, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ახალი შენობების აშენება, გზების, წყლისა და გაზის პრობლემის მოგვარება, რათა მეტი შემოსავალი ჰქონდეს ხალხს, სოფელს, ქალაქს...

მეგობრებო,

ნუ დავიზარებთ,

ნუ დავრჩებით სახლებში,

გავიჭირვოთ და მივიდეთ საარჩევნო ყუთთან ჩვენი სწორი არჩევანის გასაკეთებლად და უკეთესი გავხადოთ ცხოვრება სოფლად თუ ქალაქად.

ჩემო ამომრჩევლებო,

იმის გამო, რომ შესაძლოა მავანი აპირებდეს გარკვეული ხასიათის პროვოკაციების მოწყობას თქვენს საარჩევნო ხმებზე ზემოქმედების მიზნით,

გთხოვთ,

შეძლებისდაგვარად დავაკვირდეთ ხმის მიცემისა და მარკირების პროცესს, ასევე ბეჭედს, ხელმოწერას საარჩევნო ბიულეტენზე და სრულიად კანონიერი მეთოდებით დავიცვათ თითოეული ჩვენგანის გამარჯვება.

უნდა დავიცვათ ჩვენი უკეთესი მომავალი იმისათვის რომ:

გაუჩნდეს მეტი შემოსავალი:

პედაგოგს,

ექიმს,

პენსიონერს,

ახალგაზრდას,

დაფასდეს გლეხის შრომა,

არ დარჩეს ოჯახი შემოსავლის გარეშე - ჩვენს ულამაზეს ბორჯომსა და სოფლებში,

განვითარდეს წვრილი და საშუალო ბიზნესი,

აშენდეს და გალამაზდეს სოფელი და ქალაქი...

შევუმსუბუქოთ დარდი ჩვენს გმირ დევნილებს, რომლებიც აუცილებლად და წელში გამართულები დაუბრუნდებიან თავიანთ მშობლიურ მიწას.

ჩემო ძვირფასებო,

გამარჯვებისთანავე,

ერთობლივი ძალებით, მყისიერად უნდა დავიწყოთ სიღარიბის, პესიმიზმისა და უიმედობის დაძლევა და ბორჯომის რაიონში მცხოვრებთა ყოველდღიურობა, პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური კუთვნილების მიუხედავად, ბევრად ღირსეული და საიმედო გავხადოთ.

ვიზრუნოთ ბორჯომსა და ერთმანეთზე.
ზაზა ჩაჩანიძე, ბორჯომის მერობის კანდიდატი.

მსგავსი სიახლეები