1 9 : 5 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ცხინვალის იზოლატორიდან საქართველოს ორი მოქალაქე გაათავისუფლეს

ქარელის რაიონში, საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს 3-5 ნოემბერს დაკავებული ორი პირი დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა იზოლატორიდან გაათავისუფლეს. 

ე.წ. მესაზღვრეებს ქარელის რაიონის მცხოვრებლები, ზემფირა ფლიევი და ფრიდონ ჯერანაშვილი ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით ჰყავდათ დაკავებული და ცხინვალის იზოლატორში იყვნენ გადაყვანილი.

ე.წ. სასამართლო პროცესი ზნაურში გაიმართა. სოფელ ატოცის მცხოვრები ფლიევი და ჭვრინისის მკვიდრი ჯერანაშვილი დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა სამდღიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ, ე.წ. საჯარიმო თანხის - თითოეულზე 2000 რუსული რუბლის გადახდის საფუძველზე გაათავისუფლეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები