2 3 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

დაპირისპირება იუსტიციის საბჭოში

ჩამოტვირთვა

ნუ გვექცევით ისე, როგორც მეფე ვეზირებს - იუსტიციის საბჭოს წევრებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან პრეტენზიები აქვთ. იუსტიციის საბჭოს დღევანდელი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.

საბჭოს წევრებმა თავმჯდომარისგან დაუყოვნებლივ ახსნა-განმარტება მოითხოვეს 34 მოსამართლის უვადოდ გამწესებასთან დაკავშირებით. სხდომაზე გაირკვა, რომ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს ნინო გვენეტაძეს ბრძანებისთვის ხელი ამ დრომდე არ მოუწერია.

ნინო გვენეტაძემ კოლეგებს განუცხადა, რომ მათ პრეტენზიებზე ახსნა-განმარტებებს სხდომის დასრულების შემდეგ მისცემდა, მას შემდეგ, რაც დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს გაივლიდნენ.

საბჭომ ორი კვირის წინ უყარა კენჭი ამ მოსამართლეების უვადოდ გამწესებას, თუმცა, ის ძალაში ამ დრომდე არ შესულა, გვენეტაძის მიერ ხელის არ მოწერის გამო.

გაჟღერდა რეპლიკა იმასთან დაკავშირებითაც, რომ ნინო გვენეტაძე საბჭოს, როგორც კოლეგიურ ორგანოს, პატივს არ სცემს. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, გიორგი მიქაუტაძე აღნიშნავს, რომ ნინო გვენეტაძე ულტიმატუმს თავად აყენებს, როდესაც კითხვის დასმის საშუალება საბჭოს წევრებს არ ეძლევათ.

„ულტიმატუმი არის ის, რასაც აკეთებს ზუსტად ქალბატონი თავმჯდომარე ამ შემთხვევაში, რომ გვთავაზობს, რომ ჯერ სხვა პროცედურები უნდა გავიაროთ და მერე გვექნება უფლება, რომ დავსვათ შეკითხვა,“ - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

ხმაური ასევე, გამოიწვია ნაზი ჯანეზაშვილის მხრიდან საბჭოს წევრების მიმართ გაკეთებულმა მოწოდებამ. მან კოლეგებს კონსტრუქციული დიალოგისკენ მოუწოდა.

საბჭოს წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა კი, ნაზი ჯანეზაშვილს საბჭოს მიმართ გაკეთებული კრიტიკული განცხადებები გაახსენა. დიმიტრი გვრიტიშვილის თქმით, ჯანეზაშვილი მსგავსი განცხადებებით თავად ლახავს საბჭოს იმიჯს.

იუსტიციის საბჭოს წევრები ნინო გვენეტაძეს ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღებაში ადანაშაულებენ. მათ შორის, ისინი გამოეხმაურნენ ნინო გვენეტაძის მიერ წინა სხდომაზე, ჯანეზაშვილის მიმართ მოხდილ ბოდიშს. თავმჯდომარემ არაკოლეგიალური დამოკიდებულების გამო საბჭოს სახელით ნაზი ჯანეზაშვილს მოუბოდიშა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები