1 6 : 0 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"ლარი იმაზე მეტად არის გაუფასურებული ვიდრე უნდა იყოს" - ფინანსთა მინისტრის მოადგილე

ლარი ვარდნას განაგრძობს და დღეს დოლართან და ევროსთან მიმართებით ეროვნული ვალუტის ოფიციალური გაცვლითი კურსი კიდევ 2 თეთრით დაეცა. ექსპერტები პროდუქტების მოსალოდნელ გაძვირებაზე საუბრობენ, ოპოზიცია კი ეკონომიკური ცვლილებების საჭიროებაზე, თუმცა მთავრობაში მშვიდად არიან.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ ლარი ამ დროისთვის მოსალოდნელზე მეტად გაუფასურდა, მაკროეკონომიკური პარამეტრები კი ნორმაშია. შესაბამისად, მმართველი გუნდი კურსის მეტად ვარდნას აღარ ელის.

„ეს დიდწილად დამოკიდებულია მოლოდინებზე, გამომდინარე იქიდან, რომ ფუნდამენტური ფაქტორები, როგორიც არის ექსპორტის მაჩვენებელი, იმპორტის, ტურიზმიდან მიღებული სახსრები, აბსოლუტურად ყველა მიმართულებით გვაქვს დადებითი და ვფიქრობთ, რომ ლარი უნდა იყოს სტაბილური. იმაზე მეტად არის გაუფასურებული, ვიდრე უნდა იყოს და შესაბამისად მოსალოდნელია, რომ ქვევით წამოვიდეს ლარის გაცვლით კურსი,“ - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები