1 6 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

მეეზოვეები კახა კალაძეს - ,,თქვენკენ ვართ, მთავარია, პროგრესი იყოს "

თბილისის მერის არჩევნებში გამარჯვებულმა კანდიდატმა, კახა კალაძემ აღმაშენებლის გამზირზე გაისეირნა, სადაც მოქალაქეებს გაესაუბრა. 

კალაძე მეეზოვეებს მიესალმა და გამოელაპარაკა. დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლებმა თბილისის მერის არჩევნებში გამარჯვებულ კანდიდატს წარმატებები უსურვეს. 

„თქვენკენ ვართ, მთავარია, პროგრესი იყოს“, - მიმართეს მეეზობეებმა კალაძეს, რაზეც მერის არჩევნებში გამარჯვებულმა კანდიდატმა უპასუხა: „პროგრესი აუცილებლად იქნება“. 

მანამდე, კახა კალაძემ # 91 ავტობუსით იმგზავრა და მოქალაქეებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების გაუმჯობესებაზე ესაუბრა. 

დღესვე, 15:00 საათზე, თბილისის მერის არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი დიდ დიღომში მდებარე ავტობაზაშიმივა, ავტოპარკს დაათვალიერებს და იქ დასაქმებულ ადამიანებს შეხვდება. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები