2 2 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

,,საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოხატულებას"

ნიუ-იორკში მომხდარ ტერაქტს გმობს საქართველოს პრეზიდენტი და ამერიკელ ხალხს თანადგომას უცხადებს.

"უკიდურესად აღშფოთებული ვარ ნიუ იორკში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის გამო, რომელსაც უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა. საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოხატულებას და დგას საერთაშორისო საზოგადოების გვერდით მსოფლიოს ამ უდიდესი საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლაში.
ამ მძიმე წუთებში, ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით თანადგომას ვუცხადებ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებასა და ხალხს,"- ნათქვამია პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები