0 8 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

“რამდენიმე გეგმა ქუცნაშვილის თაღლითობისა უკვე გავლილია"

ჩამოტვირთვა

სააპელაციო სასამართლო ამ წუთებში, თიანეთის საარჩევნო ოლქის შედეგებზე მსჯელობს. "დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი" მე-20 უბნის კენჭისყრის სრულად გაბათილებას ითხოვს. მერი კაპანაძის თქმით, თიანეთის მე-20 საუბნო საარჩევნო კომისიაში გარკვეული დარღვევები იყო კენჭისყრის მიმდინარეობისას, რის გამოც შედეგები უნდა გაუქმდეს.   

“ვასაჩივრებთ მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას. ჩვენი მოთხოვნა შეეხება ნომერ მე-20 უბანზე შედეგებს და შემაჯამებელი ოქმის გაბათილებას, რომ ჩატარდეს ხელახალი კენჭისყრა. სანდოობას ვაყენებთ ეჭვქვეშ, მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით ნომერ მე-20 უბანზე,“ - განაცხადა მერი კაპანაძემ.

თამაზ მეჭიაურის ინტერესების დამცველის, "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" პროექტის კოორდინატორის ირმა პავლიაშვილის თქმით, მოთხოვნას სამართლებრივი საფუძველი არ აქვს და ამიტომ მათ მიაჩნიათ, რომ სააპელაციო სასმართლომ არ უნდა გაიზიაროს მოსარჩელეების მოთხოვნა.

თავად პარტია ”თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის” თიანეთის მერობის კანდიდატის თამაზ მეჭიაურის მოსარჩელის მოთხოვნას არ ეთანხმება და მერის პოზიციის შენარჩუნებისთვის სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას გეგმავს.  

“რამდენიმე გეგმა ქუცნაშვილის თაღლითობისა უკვე გავლილია, დარჩა ბოლო, ზღაპრებში როა, ხან სავარცხელს რომ გადააგდებს და ხან სარკეს, ასეა და ახლა ბოლო გადმოაგდო ის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მის მიერ არის მკვდრეთით აღდგენილი ამ წლის დასაწყისში, რომელსაც 2 კვირაშივე მისცეს პირველი გრანტი,“ - განაცხადა მეჭიაურმა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები