0 6 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

შიდა გზების რეაბილიტაციის მსხვილი პროექტი იწყება

ჩამოტვირთვა

მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის სივრცითი განვითარების უმნიშვნელოვანესი კომპონენტის ფარგლებში შიდა გზების რეაბილიტაციის მსხვილი პროექტი იწყება, - საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა. 
ტენდერში გამარჯვებულია კორეული კომპანია, რომელიც 6 თვეში მოამზადებს დეტალურ პროექტებს ისეთი მნიშვნელოვანი გზების განვითარებისთვის, როგორებიცაა:
• აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთა; 
• წიწამური-საგურამო-ცხვარიჭამია; 
• სადახლო-ახკერპი - საქართველო-სომხეთის საზღვართან; 
• ასევე, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან არხილოსკალო-სამთაწყარო, 
• წალენჯიხა-ჯვარი-ჯიხაშკარი; 
• გუფთა-ონი; 
• თბილისი (პანტიანი)-მანგლისი. 
გარდა ამისა, განხორციელდება სხვა მცირე საგზაო მონაკვეთების რეაბილიტაცია. 
„ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია ამდენი შიდა გზის რეაბილიტაციის პროექტი, რაც, უპირველეს ყოვლისა, გზებს მოაწესრიგებს და გააჩენს ბევრ სამუშაო ადგილს ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები