1 9 : 0 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

თამაზ მეჭიაურმა სასამართლოს გადაწყვეტილება აღნიშნა - „სადღეგრძელოს ნუ მასწავლით, ეგ მაინც ვიცი“

თამაზ მეჭიაურმა მცხეთის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილება აღნიშნა. მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გააუქმა თიანეთის მე-19 საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, გაბათილებული ბიულეტენები ხელახლა გადაითვალა. შესაბამისად, ძალაში დარჩა პირვანდელი მდგომარეობა, რომლის მიხედვითაც, თამაზ მეჭიაური თიანეთში არჩევნებს ერთი ხმით იგებს.

„ქუცნაშვილი დადიოდა და საარჩევნო კამპანიას ატარებდა, ამბობდა, „კაპოტზე“ მოქეიფეების დრო წავიდაო, მე ლაუნჯი მაქვს და ლაუნჯების დროა ახლაო. მე ვუთხარი „კაპოტზე“ ვიქეიფებ არჩევნების შემდგომ, შენ კიდევ მიხედე ლაუნჯს, მაინც კინტოს გეძახიან-თქო. ახლა მივდივარ თიანეთში „კაპოტზე“ მოქეიფეების დროა და არა კინტოების", - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები