0 6 : 0 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

,,ჩვენ ვიცოდით, რომ გავიმარჯვებდით" - კახა კალაძე ეგზიტპოლის შედეგებს ეხმაურება

ჩამოტვირთვა

„ჩვენ ვიცოდით, რომ გავიმარჯვებდით,“ - ეს განცხადება „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახი კალაძემ ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ გააკეთა. კალაძემ ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„მე მინდა გითხრათ, რომ პატივი უნდა ვცეთ ცესკოს, რომელიც დათვლის ხმებს და შესაბამისად, ოფიციალურად გამოცხადდება. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ვიცოდით, რომ გავიმარჯვებდით,“ - განაცხადა კახა კალაძემ. 

"ედისონ რისერჩის" 15:00 საათისთვის არსებული მონაცემებით, პირველ ადგილზეა 54%-ით "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი კახი კალაძე, 15% "ნაციონალური მოძრაობის" დედაქალაქის მერობის კანდიდატი, "ზაალ უდუმაშვილი, ხოლო 14% დამოუკიდებელ კანდიდატს, ალეკო ელისაშვილს.

"ედისონ რისერჩი" მსოფლიოში ცნობილი და ავტორიტეტული ორგანიზაციაა. ამერიკული საერთაშორისო კომპანია "ედისონ რისერჩი," მაღალი პროფესიული სტანდარტის მქონე ორგანიზაციაა, რომელიც იცავს საერთაშორისო დონეზე აღიარებულ პროფესიული ქცევისა და ეთიკის ნორმებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები