1 2 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ცესკო - 17:00 საათისთვის, ამომრჩეველთა აქტივობამ 36.71 % შეადგინა

17:00 საათის მონაცემებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა 36.71 % -ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა 1 262 809 ადამიანმა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ყველაზე მაღალი აქტივობა კვლავ რაჭა-ლეჩხუმში შეინიშნება და 53.4% -ს შეადგენს.

სხვა რეგიონებთან შედარებით, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ისევ შიდა ქართლში ფიქსირდება - 31.5%. 

ამ დროისთვის საკუთარი არჩევანი გააკეთა დედაქალაქში რეგისტრირებული ამომრჩევლების 34.7%-მა.

ცესკო-ს ცნობით, აქტივობის მაჩვენებელი თითქმის იმეორებს 2014 წლის თვითმმართველობის არჩვენების მაჩვენებლებს. 2014 წელს ამომრჩეველთა საერთო აქტივობამ 43.31% შეადგინა, ხოლო 17:00 საათისთვის ეს მონაცემი მაშინ 34.64%-ს უტოლდებოდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები