0 1 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

გედევან ფოფხაძის მძღოლმა ინტერნეტ ტელევიზია iTV.ge-ს ოპერატორს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა

რამდენიმე წუთის წინ, ინციდენტი მოხდა ბორჯომის რაიონის სოფელ ჩარხიწყლის 28-ე საარჩევნო უბანზე. 

"ქართული ოცნების" დეპუტატისა და შტაბის უფროსის (ბორჯომში), გედევან ფოფხაძის მძღოლმა, ინტერნეტ ტელევიზია iTV.ge-ს ოპერატორს კანონით დაშვებული,  საარჩევნო პროცესის გადაღების უფლება არ მისცა.  

მას შემდეგ კი,  რაც ოპერატორმა იმის  გარკვევა დაიწყო, თუ რატომ უზღუდავდნენ მას გადაღების უფლებას, ფოფხაძის მძღოლმა ოპერატორს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ინტერნეტ ტელევიზია iTV.ge-ს ოპერატორი ვარაუდობს, რომ აღნიშნული აგრესიის გამოვლინება  შესაძლოა  იმან გამოიწვია, რომ გადამღები ჯგუფი აღნიშნულ  საარჩევნო უბანზე დარღვევების გადაღებას აპირებდა.  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები