0 8 : 1 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"მარნეულში რვა საარჩევნო უბანზე ჩვენს დამკვირვებლებს არ უშვებენ, უბნების გარეთ ”ქართული ოცნების” აქტივისტების მობილიზება ხდება"

   მარნეულში რვა საარჩევნო უბანზე ჩვენს დამკვირვებლებს არ უშვებენ, - ამის შესახებ ”ევროპული საქართველოს” მერობის კანდიდატმა მარნეულში ახმედ იმამკულიევმა ჟურნალისტებს განუცხადა. 

”ამჟამად ცუდი ვითარებაა რვა უბანზე, ჩვენ დამკვირვებლებს არ უშვებენ. უბნების გარეთ ხდება ”ქართული ოცნების” აქტივისტების მობილიზება და ისინი ცდილობენ ზეწოლა მოახდინონ ჩვენს ამომრჩეველზე. ასევე ფიზიკური დაპირისპირების მცდელობა იყო სოფელ ლეჟბადინში, თუმცა ჩვენი მხარდამჭერები მაქსიმალურად არიან მობილიზებულები და არ ავყვებით მათ”, - განაცხადა იმამკულიევმა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები