1 3 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

შსს სოფელ ყიზილაჯლოში მომხდარზე განცხადებას ავრცელებს

 შინაგან საქმეთა სამინისტრო მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში მომხდარზე ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

„მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს, გვიან ღამით, მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში, პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაუდგენელმა პირმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ოთხი პირი დაჭრა. დაჭრილები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი მომხდარიდან მალევე ჩავიდა შემთხვევის ადგილზე და მიმდინარე გამოძიების დეტალებს, ასევე, დაჭრილი პირების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას პირადად გაეცნო“, - აღნიშნულია შსს-ის განცხადებაში.

შემთხვევა 19 ოქტომბერს, ღამით, დაახლოებით 11 საათზე მოხდა, მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოში “ქართული ოცნების” ოფისს დაესხნენ თავს და ცეცხლი გაუხსნეს. დაშავებულია 4 პირი. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი სოფელ ყიზილაჯლოს მაჟორიტარობის კანდიდატი ჯეიხუნ ჩონდაროვია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები