1 2 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

,, "ქართული ოცნება" არის პარტია, რომელიც ფიქრობს, რომ ის არის სახელმწიფო, გერბი, ჰიმნი და ყველაფერი"

"ქართული ოცნება" არის პარტია, რომელიც ფიქრობს, რომ ის არის სახელმწიფო, ის არის გერბი, ის არის ჰიმნი და ის არის ყველაფერი, - ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა. 

მისი თქმით, პირადად ის კონსულტაციებში ჩართვას არ აპირებს.

”მე თუ მეკითხებით, ირმა ინაშვილს, არავითარ კონსულტაციებს, ჩემი გადმოსახედიდან, აზრი აღარ აქვს. ეს არის პარტია, რომელიც ერთპარტიულად წყვეტს ყველა საკითხს და ეს არის გარდასატეხი. ეს არის პარტია, რომელიც ფიქრობს, რომ ის არის სახელმწიფო, ის არის გერბი, ის არის ჰიმნი და ის არის ყველაფერი. ის რაც ხდება დღეს ჩრდილოეთ კორეაშია, იგივეა, რაც ხდება საქართველოში მენტალურად. ჩვენ ვამბობთ, რომ უნდა ჩამოყალიბდეს მრავალპარტიული სისტემა ქვეყანაში, ჩვენ ვამბობთ, რომ უნდა იყოს თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემო, ჩვენ ვამბობთ, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა იყო უმთავრესი დაპირება, რაც არ შეასრულა "ოცნებამ", რადგან მაჟორიტარების ხარჯზე უნდა მოახდინოს ხელისუფლების უზურპირება, ოქრიაშვილების და სხვათა ხარჯზე”, - განაცხადა ინაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები