1 0 : 5 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

საქართველომ ჰოლანდიას „ბუკის“ ტიპის რაკეტა გადასცა

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ნიდერლანდებს „ბუკის“ ტიპის რაკეტა გადასცა. ინფორმაციას RTL News ავრცელებს. 

გამოცემის ინფორმაციით, რაკეტა ჰოლანდიის ხელისუფლებას 2014 წლის მარტში, უკრაინაში ჩამოვარდნილი მალაიზიური ლაინერის საქმის გამოსაძიებლად სჭირდებოდა.

ჰოლანდიური მედიის ცნობით, „ბუკის" რაკეტა ნიდერლანდების თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა საქართველოდან 2017 წლის 21 თებერვალს წაიღეს. მანამდე ჰოლანდიის მთავრობამ ოფიციალურად მიმართა თხოვნით საქართველის ხელისუფლებას, რომ მათ საერთაშორისო გამოძიებაში დახმარება გაეწიათ. 

საქართველომ შეასრულა გაერო-ს რეზოლუცია, რომელიც ყველა ქვეყანას მოუწოდებს, უკრაინაში მომხდარი ინციდენტის გამოძიებას ხელი შეუწყონ.

მანამდე საგამოძიებო ჯგუფს „ბუკის" ტიპის რაკეტები ექსპერტიზისთვის უკრაინამ და ფინეთმაც გადასცეს.

მალაიზიური ავიახაზების ბოინგი 2014 წლის ივლისში უკრაინის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. დაიღუპა 292 ადამიანი. საერთაშორისო გამოძიება ამტკიცებს, რომ სამგზავრო ლაინერი „ბუკის" ტიპის რაკეტით ჩამოაგდეს. 

უკრაინული მხარე ამბობს, რომ რაკეტა რუსეთიდან შემოყვანილი დანადგარიდან გაუშვეს, მოსკოვში კი აცხადებენ, რომ რაკეტა უკრაინული „ბუკიდან" ისროლეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები