1 8 : 0 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

სააკაშვილმა პეტრო პოროშენკოს ოთხი მოთხოვნა წაუყენა

  საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს ოთხ მოთხოვნას უყენებს.  მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტი თუ ამ მოთხოვნებს არ შეასრულებს მაშინ ის უნდა გადადგეს. სააკაშვილის  განმარტებით, პოროშენკომ კორუფციასთან რეალური ბრძოლა უნდა დაიწყოს, გაყიდოს თავისი ბიზნესი, ძირეულად განაახლოს უკრაინის პოლიტიკური სისტემა და კომუნალური ტარიფების ზრდაზე ერთი წლით მორატორიუმი დააწესოს.

„ეს ოთხი მარტივი ნაბიჯი უნდა გადადგას პეტრო პოროშენკომ, რომ უკრაინაში არსებული სიტუაცია  გაუმჯობესდეს. თუ ხალხის ამ მოთხოვნებს უგულვებელყოფს პოროშენკო,  მაშინ ხალხს უფლება ექნება მისი წასვლა მოითხოვოს. გადადგომა ქვეყნისა და მისი  პირადი რეპუტაციის გადარჩენის საუკეთესო საშუალება შეიძლება გახდეს.

უკრაინა სოციალურ-ეკონომიკური კოლაფსის ზღვარზეა. თუ პოლიტიკა არ შეიცვლება, არაკონტროლირებად სოციალურ აფეთქებას, უკრაინის სახელმწიფოებრიობის ჩამოშლასა და სუვერენიტეტის დაკარგვას მივიღებთ“,- განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები