0 5 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ივანიშვილს პუშკინის სკვერის მიმდებარედ გუდიაშვილის ქუჩის ნაწილიც გადაეცა

  ბიძინა ივანიშვილს პუშკინის სკვერის მიმდებარედ გუდიაშვილის ქუჩის ნაწილიც გადაეცა, რაც დგინდება იმ საკადასტრო კოდით, რომელიც მითითებულია ხელშეკრულებაში. თუკი საკადასტრო კოდს ჩავწერთ საძიებო სისტემაში. 
 აღნიშნულზე  თბილისის მერიის ქონების მართვის საქალაქო სამსახურშიასეთ განმარტებას აკეთებენ: 
„ტერიტორია რომელიც გასხვისდა 1900 კვ. მიწის ნაკვეთი, მნიშვნელოვანია რომ ამ ქონების რეგისტრაცია ჯერ კიდევ 2007 წელს განხორციელდა მიზნობრივად და რეგისტრაციის მიზანს და საფუძველს წარმოადგენდა მისი მიწისქვეშა პარკირების შემდგომი განხორციელება. ამიტომ დღეს განხორციელებული ეს ნასყიდობა აბსოლუტურად არის გონივრული და ლოგიკური გაგრძელება ამ მიწის ნაკვეთთან მიმართებაში“,-განაცხადა თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა კარლო ლაფერაძემ.

ოპოზიცია კი ამბობს, რომ საკრებულოს უმრავლესობამ თვითმმართველობის ორგანული კანონი დაარღვია:
"თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, კოდექსი განსაზღვრავს თვითმმართველი ორგანოს ქონებას.ეს არის ძირითადი განუსხვისებელი ქონება და დამატებითი ქონება. ძირითად განუსხვისებელ ქონებას მიეკუთვნება გზები, სკვერები, წყლები და ა.შ. მათ შორის გუდიაშვილის გზაც წარმოადგენს ძირითად განუსხვისებელ ქონებას. ძრითადი განუსხვისებელი ქონების გასხვისება საქართველოს კანონმდებლობის თანახმად დაუშვებელია და ეს არის დანაშუალი. მას აქვს ერთადერთი განსაზღვრება, მისი გასხვისება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ძირითადი განუსხვისებელი ქონება დაკარგავს ფუნქციას. ამიტომ თბილისის საკრებულომ, თბილისის მერიამ მოვითხოვთ აგვიხსნას რატომ დაკარგა გუდიაშვილის ქუჩამ ფუნქცია" აცხადებს საკრებულოს დეპუტატი, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი მარიკა დათუკიშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები