2 3 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

საკრებულოსთან დაკავებული კიდევ 11 პირი დარბაზიდან გათავისუფლდა

  თბილისის საქალაქო სასამართლოში თბილისის საკრებულოსთან გუშინ დაკავებული 11 პირის პროცესი გაიმართა. 

   მოსამართლის გადაწყვეტილებით, დაკავებულები დარბაზიდან გათავისუფლდნენ. მოსამართლემ ბრალდების მხარეს მტკიცებულებებისა და ვიდეოკადრების საქმის მასალებში დართვა მოსთხოვა.

პროცესის დაწყებამდე სასამართლოში ხმაური იყო. ნაციონალური მოძრაობის წევრები სასამართლოს მანდატურებს დაუპირისპირდნენ. ისინი სხდომაზე დასწრებას მოითხოვდნენ

გამოძიება ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებს 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავება, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

მანამდე, სასამართლოში კიდევ ერთი პროცესი გაიმართა, რომელზეც საკრებულოსთან დაკავებული სამი პირი გაათავისუფლეს. მოსამართლემ ბრალდების მხარეს საქმეში მტკიცებულებების ნაკლებობაზე მიუთითა და ვიდეოკადრების დართვა მოითხოვა

ორივე სასამართლო პროცესი 17 ოქტომბრამდე გადაიდო. გუშინდელ აქციაზე, სულ 14 ადამიანი დააკავეს. 


კომენტარები

მსგავსი სიახლეები