0 2 : 0 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ქუცნაშვილი ბოკუჩავაზე : "კაცებზე გადაძრომა და მიკროფონის გამოგლეჯვა არამგონია, პარლამენტის წევრის შესაფერისი საქციელი იყოს”

   “ქართული ოცნების” წევრმა , ზაქარია ქუცნაშვილმა გუშინ საკრებულოს წინ განვითარებული მოვლენები შეაფასა, მისითქმით, კაცებზე გადაძრომა და მიკროფონის გამოგლეჯვა , პარლამენტის წევრის შესაფერისი საქციელი არ არის 

   “როცა ის პოლიტიკური ჯგუფი ითხოვს იმ სხდომაში მონაწილებოას, რომელ პოლიტიკურ ჯგუფსაც საკრებულოში ფრაქცია ჰყავს, ლოგიკური შეკითხვა ისმის, შენს ფრაქციას არ ენდობი? შენი ფრაქცია ვერ დასვამს შეკითხვებს, რომელიც შენ გაინტერესებს? თუ მიგაჩნია, რომ რადგან კანდიდატი ხარ, ამის გამო ან კაცებს უნდა გადააძვრე თავზე, ან ტრიბუნაზე უნდა მივარდე და წამყვანს მიკროფონი გამოსტაცო. თუ ეს პოლიტიკური ჯგუფი საკუთარ ფრაქციას არ ენდობა განაცხადოს, რომ “ ნაციონალური მოძრაობა” საკუთარ ფრაქციას არ ენდობა. კაცებზე გადაძრომა და მიკროფონის გამოგლეჯვა არამგონია, პარლამენტის წევრის შესაფერისი საქციელი იყოს.”- განაცხადა ქუცნაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები