1 4 : 2 7
 | 

პოლიტიკა

ტყემალაძე ივანიშვილისათვის ქონების 1 ლარად გადაცემაზე: „ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას თბილისელების სასარგებლოდ“

თბილისის საკრებულოს წინ ხალხმრავლობაა. ამ წუთებში მთავარი ოპოზიციური პარტია საპროტესტო აქციას იწყებს. 

ნაციონალური მოძრაობის ლიდერები და მხარდამჭერები საკრებულოს წინ იკრიბებიან. პარალელურად, შენობის შესასვლელებს ამაგრებს პოლიცია. თბილისის საკრებულოს მიმდებარედ კი, სპეცრაზმია მობილიზებული. 

სავარაუდოდ, ნაციონალური მოძრაობა საკრებულოს შენობაში შესვლასა და იმ საკითხის განხილვის ჩაშლას შეეცდება, რომლის მიხედვითაც პუშკინის სკვერისა და თაგორის მთის ნაწილი ბიძინა ივანიშვილს ერთ ლარად უნდა გადასცენ.

ქართული ოცნების წევრი ტყემალაძე ირწმუნება რომ სახელმწიფო ქონების ერთ ლარად ივანიშვილისათვის გადაცემა თბილისელების ინტერესებიდან გამომდინარე ხდება. 

„ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას თბილისელების სასარგებლოდ“, - ეს სწორედ ტყემალაძის სიტყვებია, რომლისაც ალბათ, თბილისელთა უმრავლესობას არ სჯერა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები