1 4 : 2 7
 | 

პოლიტიკა

"რა გაყვირებს, გოგო! “ - კამათი ვოლსკისა და სამადაშვილს შორის

ჩამოტვირთვა

   თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე, სადაც 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრს გია ვოლსკისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ სალომე სამადაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

 კამათი პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილის სალომე სამადაშვილს დასმულ კითხვებს მოყვა. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ სალომე სამადაშვილს ურჩია, რომ „უაზრო“ თემის წამოწევას თავი დაანებოს.„პარალელურ რეჟიმში რა გაყვირებს, გოგო“, - მიმართა ვოლსკიმ სალომე სამადაშვილს, რაზეც სალომე სამადაშვილმა უპასუხა, რომ ასე მან მიმართოს ვინმე სხვას, ”სახლში საკუთარი ოჯახის წევრებს”.„პარლამენტის წევრმა ცოტა მეტი ზრდილობა უნდა გამოიჩინოთ“, - განაცხადა ვოლსკიმ. სალომე სამადაშვილმა კი კომიტეტის დარბაზი დატოვა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები