1 4 : 3 1
 | 

პოლიტიკა

ინაშვილი ხელისუფლებას: გამოიყენეთ მოსკოვიდან ჩამოტანილი ინიციატივები

პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი ხელისუფლებას იმ ინიციატივებით სარგებლობისკენ მოუწოდებს, რომლებსაც ინაშვილის პარტია მოსკოვიდან ჩამოიტანს. ინფორმაციას "ტვ პირველი" ავრცელებს.

ინაშვილმა ხელისუფლებას გზავნილიც გაუგზავნა და მოქმედებისკენ მოუწოდა.

"იმოქმედე გაბედულად, ისარგებლეთ იმ მესიჯებით, იმ ინიციატივებით, რაც ჩამოგვაქვს მოსკოვიდან. გაუწიეთ წინააღმდეგობა ბოკერიების ფორმულებს. მხარი დაუჭირეთ სრულიად ახალ პოლიტიკურ ფორმატს - საქართველო-ნატო-რუსეთი. ეს ფორმატი გვაძლევს შანსს ვილაპარაკოთ უსაფრთხოების მექანიზმებზე, საზღვრების დაცვის საკითხზე. ისარგებლოს ამითი საქართველოს ხელისუფლებამ, რატომ კარგავს ამ შანსს? გამოვა - გამოვა, არ გამოვა და რას კარგავს ამით ხელისუფლება? კარგავს ხალხი, ხელისუფლება - არაფერს", - განაცხადა ირმა ინაშვილმა. 


კომენტარები

მსგავსი სიახლეები