1 4 : 3 1
 | 

პოლიტიკა

მარგველაშვილი 16:00 საათზე "ქართული ოცნების" ლიდერებს პრეზიდენტის სასახლეში ელოდება

   საქართველოს პრეზიდენტი დღეს, 16:00 საათზე "ქართული ოცნების" ლიდერებს პრეზიდენტის სასახლეში ელოდება.

"სამწუხაროდ, არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ხდება მარტივი სიტუაციების გართულება. საქართველოს პრეზიდენტი ერთი კვირაა აცხადებს, რომ მზად არის ასეთი შეხვედრისთვის, თუმცა კვლავ ადგილი აქვს სპეკულაციას.სწორედ ამ სპეკულაციის დასასრულებლად მინდა მკაფიოდ ვთქვა, ხვალ, ოთშაბათს, 16:00 საათზე საქართველოს პრეზიდენტი მზადაა პრეზიდენტის სასახლეში შეხვდეს საპარლამენტო უმრავლესობის პოლიტიკური ლიდერებს", - განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები