0 8 : 0 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"მიღწეული შეთანხმების რეალიზებაში, მარგველაშვილს შეუძლია, პოზიტიური წვლილი შეიტანოს "

  პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განმარტებით, მოლაპარაკება საპარლამენტო უმრავლესობასა და პრეზიდენტს შორის საკონსტიტუციო ცვლილებების მხოლოდ ორ საკითხთან დაკავშირებით გაიმართება:

  "დისკუსია კონსტიტუციასთან დაკავშირებით არის დასრულებული, რაც შეეხება მოლაპარაკებას, რომელიც გაიმართება დღეს უმრავლესობასა და პრეზიდენტს შორის, ის შეეხება იმ ორ საკითხს, რომელიც არის მოაზრებული ჩვენი და ვენეციის კომისიის ხელმძღვანელობის შეთანხმებით.

  აქ საუბარია ბონუსის გაუქმებასა და ბლოკების ერთჯერადად დატოვებაზე. თუ გაიზიარებს ამ ყველაფერს პრეზიდენტი და თუ ხელს შეგვიწყობს ჩვენ ვენეციის კომისიასთან მიღწეული შეთანხმების რეალიზებაში, ამ შემთხვევაში, მას შეუძლია, პოზიტიური წვლილი შეიტანოს ამ პროცესში. თუ ამას არ გაიზიარებს, ამ შემთხვევაში ბუნებრივია, ჩვენ ჩვენი პროცედურებით, ჩვენი ინიციატივით მაინც დავამტკიცებთ იმ ცვლილებებს, რომელიც შეთანხმებულია ვენეციის კომისიასთან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ვენეციაში გამგზავრებამდე, სადაც ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომას დაესწრება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები