0 5 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

,,ეს არის სირცხვილი საქართველოს პარლამენტში" - ადა მარშანიას საქციელმა საზოგადოება კიდევ ერთხელ გააოგნა

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ადა მარშანია პარლამენტის თავმჯდომარესთან ირაკლი კობახიძესთან ტრიბუნასთან ავიდა. მას პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა სიტყვა არ მისცა, რის გამოც, ადა მარშანიამ ასეთი ფორმით ისარგებლა მიკროფონით. 

„ქალბატონო ადა, ელემენტარული წესები არსებობს პარლამენტში, ეს უკვე სერიოზულიც აღარ არის, სირცხვილია უკვე ეს საქართველოს პარლამენტში“ - ასე მიმართა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ადა მარშანიას, რის შემდეგაც ტექნიკური შესვენება გამოაცხადა.

პარლამენტში კონსტიტუციურ პროექტზე მესამე მოსმენის რეჟიმში მსჯელობენ. სხდომის გახსნისას პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ პრეზიდენტმა რიგგარეშე სხდომა არ მოიწვია, თუმცა პარლამენტი უფლებამოსილია, რიგგარეშე სხდომა გამართოს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები