1 2 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

რა დათმობაზე წავიდა მმართველი გუნდი საკონსტიტუციო რეფორმის საკითხზე?

მმართველი გუნდი საკონსტიტუციო რეფორმის საკითხზე ორ დათმობაზე მიდის. კერძოდ, როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებაშია ნათქვამი, უმრავლესობა შეჯერდა ორ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაში აისახება: 

1. ერთჯერადად, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება პოლიტიკურ პარტიებთან ერთად, საარჩევნო ბლოკებსაც მიენიჭებათ;

2. მომდევნო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, პროპორციული საარჩევნო სისტემა ამოქმედდება ე.წ. ბონუსის გარეშე და მანდატები პროპორციულად განაწილდება ყველა იმ პარტიაზე, რომელიც არჩევნებში ხმათა ხუთ პროცენტზე მეტს მიიღებს.

„შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტს ინიციატივის წესით წარედგინება უახლოეს მომავალში და იგი მიიღება პარლამენტის შემდგომი სესიის დასრულებამდე“, - ნათქვამია ირაკლი კობახიძის განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები