1 0 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

გიორგი ანდრიაძე პრეზიდენტ მარგველაშვილს უპირისპირდება

ჩამოტვირთვა

პრეზიდენტ მარგველაშვილს საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე უპირისპირდება. გიორგი ანდრიაძე მას "საქართველოს ერთიანობის მტრების - თურქეთის მოქალაქეებისთვის" საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მინიჭებაში ადანაშაულებს და პარლამენტს შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვას სთხოვს.

საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ღია წერილით მიმართავს პარლამენტის თავმჯდომარეს და საპარლამენტო უმრავლესობას.

"სამწუხაროდ, იძულებული გავხდი მომემართა თქვენთვის, ვინაიდან, ამოვწურე ყველა კანონიერი მცდელობა, ინფორმაცია მიმეღო საქართველოს პრეზიდენტის მიერ ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების ბრძანებულების შესახებ. გთხოვთ, გამოითხოვოთ იმ პირთა მონაცემები, ვისაც ამ პერიოდში ორმაგი მოქალაქის სტატუსი მიენიჭა. ვინაიდან, ჩემი ინფორმაციით, მათ შორის არის საქართველოს ერთიანობის ღია და აშკარა მტერი, რომელიც დღემდე აცხადებს, რომ ლაზი და მეგრელი, იდენტობით ქართველი არ არის და ამით ხელს უწყობს ჩვენი სახელმწიფოსა და ქართველი ერის დაშლასა და ურთიერთდაპირისპირებას," -წერია მიმართვაში, თუმცა ვის გულისხმობს საქართველოს ერთიანობის მტრებში, არ აკონკრეტებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები