1 2 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"თუთხმეტი წელიწადი ვმუშაობდი გაეროში და ჯავახიშვილმა ღლიცინი დაიწყო იმაზე, რომ თურმე გაერო სახელმწიფო მგონია"

ჩამოტვირთვა

„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, ემზარ კვიციანის ახალი ინიციატივა იუმორის და კონკრეტულად, ვანო ჯავახიშვილის წინააღდეგ - "პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატი წინადადებით გამოდის, პოლიტიკოსების მისამართით საჯაროდ გამოთქმული ხუმრობები დასჯადი გახდეს და ტელეეკრანებიდან წარმოთქმული თითოეული ასეთი ხუმრობა კონტრდაზვერვის გამოძიების ობიექტი გახდეს.

კვიციანი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური ხუმრობების ავტორები სახელმწიფოს წინააღმდეგ მუშაობენ და ამას კონკრეტული ჯგუფები აკეთებენ იმიტომ, რომ პოლიტიკოსებმა შიშით ხმა ვეღარ ამოიღონ.

„ბატონმა... რა ჰქვია იმას? თავგასიებულს რომ ეძახიან? ღლიცინი რომ დაიწყო იმაზე, რომ გაერო მე თურმე სახელმწიფო მგონია, რომელთანაც ვთანამშრომლობდი დაახლოებით თუთხმეტი წელიწადი და ვანო ჯავახიშვილი მასწავლის, რა არის გაერო და რამდენი ქვეყანა არის ამ გაეროში წარმოდგენილი. გაეროს გააჩნია თავისი უსაფრთხოების სამსახური და ამაზე იყო საუბარი სწორედ, სააკაშვილი როცა შეაბრძანეს უკრაინაში და ეს ვაჟბატონები გამოდიან და აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ პოლიტიკოსებმა ხმა ვერ ამოიღონ საქართველოში იმის შიშით, რომ არ დასცინონ მერე. არ არის ეს კონტრდაზვერვის გამოსაძიებელი? ისინი მიზანმიმართულად მუშაობენ სახელმწიფოს წინააღმდეგ,“ - განაცხადა ემზარ კვიციანმა პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები