საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ფედერიკა მოგერინის შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემები საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება იყო.
მათივე ცნობით, საუბარი შეეხო საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და რეფორმებს, რომლებიც, ქვეყნის განვითარებასთან ერთად, ორიენტირებულია საქართველოს ევროკავშირში უფრო სწრაფი ინტეგრაციის ხელშეწყობაზე.
შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
ფედერიკა მოგერინიმ აღნიშნა, რომ საქართველო იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი მისი და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის შეხვედრაზე, რომელიც დღეს ნიუ-იორკში გაიმართა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ასევე ისაუბრეს "აღმოსავლეთ პარტნიორობის" მომავალ სამიტზე, რომელიც ნოემბერში ბრიუსელში გაიმართება.
"ხომ ვთქვი მე გავაკეთებ გასაკეთებელს, უწი-პუწის დრო არ არის, რუსეთში მიგვათრევენ გაქანებით, ეს კანონი ტ*აკში უნდა გავუკეთოთ, ბოდიში ყველასთან.. ან ქართველები ვართ ან მონები ვართ, არ ვართ მოენები! რა მ...
იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძეს ფიზიკურად დაუპირისპირდა. ელისაშვილმა მდინარაძეს, რომელიც დეპუტატ...
პრეზიდენტმა ლაზარეს შეწყალება "ტვ პირველის" ეთერში დააანონსა. "ხელი ჯერ არ მაქვს მოწერილი მაგრამ ეს გადაწყვეტილება მე მივიღე დილის 10-საათზე"- თქვა სალომე ზურაბიშვილმა ინგა გრიგოლიას...
სალომე ზურაბიშვილი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გახსნილ საარჩევნო უბნებს ეხმაურება და ფაქტს გმობს: "ყოვლად მიუღებელი და უკანონოა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენ...
სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში მაღალმთიანი აჭარის ფოლკლორის საღამოს უმასპინძლა. მასში მონაწილეობა ვერ მიიღო ანსამბლმა "ფესვები”, რადგან, როგორც პრეზიდენტი განმარტავს ისინი გზიდა...
მეგობრებო, ძალიან არ მიყვარს პირადზე საუბარი საჯაროდ თუმცა ეხლა ჩავთვალე, რომ ჩემი დუმილი რაღაც პერიოდის განმავლობაში არასწორად შეიძლება იყოს აღქმული. იანვრიდან მოყოლებული მაქვს ჯანმრთელო...
რიგ კომპონენტებში, ეს შეეხება როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამებს, როგორც არსებულ პროგრამებზე გარკვეული წილობრივი დოზით დაშვებული იქნება თეორიული სწავლებები ელექტრონულად, ასევე, ცალკე მიმა...
კომენტარები