1 8 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

,,თარიღს დავასახელებთ და არჩევნებს მოვითხოვთ" - მიხეილ სააკაშვილი

ჩამოტვირთვა

მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ვადამდელი არჩევნების დანიშვნაზე საუბრობს. მისი თქმით, რეგიონებში შეხვედრების დასრულების შემდეგ კიევში ის არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით ჩავა.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, პოლიტიკური კრიზისის გადაჭრა უკრაინაში ახალი საპარლამენტო უმრავლესობის შექმნით არის შეასძლებელი - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ტელეკომპანია "news one"-ს ეთერში ისაუბრა.

“უკრაინის რეგიონებში დაახლოებით ორ - სამ კვირას გავატარებთ, შემდეგ კიევში ჩავალთ და ხალხის პრეტენზიებს ხელისუფლებას გავაცნობთ. თარიღს დავასახელებთ და არჩევნებს მოვითხოვთ, რადგან ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია. კრიზისები კი არჩევნებით გვარდება. ხალხმა უნდა გადაწყვიტოს ვინ გაიმარჯვებს არჩევნებზე. ჩვენი მიზანია შევქმნათ ახალი საპარლამენტო უმრავლესობა. მე არ ვაპირებ პრეზიდენტობას, არც რაიმე სხვა თანამდებობის დაკავება მსურს. მე ერთი ამბიცია მაქვს - სხვა ძალებთან ერთად ვიყო ახალი პოლიტიკური კლასის წარმოქმნის ნაწილი, რომელსაც არა ფულის კეთების, არამედ უკეთესი ქვეყნის აშენების მოტივაცია ექნება,”-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები