1 7 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე პოლიციამ სამხედრო ფორმაში ჩაცმული 40 ადამიანი დააკავა

უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე პოლიციამ სამხედრო ფორმაში ჩაცმული 40 ადამიანი დააკავა, რომლებიც სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან გაშლილი კარვების ბანაკისკენ ორგანიზებულად მიემართებოდნენ. 

ინფორმაციას უკრაინული ინტერნეტ პორტალი lb.ua ავრცელებს. როგორც ლვოვის პოლიციის უფროსმა ვალერი სერედამგანაცხადა, სამართალდამცავებმა ჯერ არ იციან ამ ადამიანების ვინაობა და რა მიზნით იმყოფებიან ისინი საზღვარზე. ამჟამად პოლიციელები ამის დადგენას ცდილობენ. 

უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე მდებარე კრაკოვეცის გამშვები პუნქტის გავლით მანქანების მოძრაობა ფაქტობრივად შეჩერებულია. მობილიზებულები არიან სამართალდამცავები. ადგილზე იმყოფებიან აქტივისტები, რომლებიც პოლონეთიდან მომავალი ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის დახვედრას გეგმავენ.


წყარო: http://1tv.ge/

კომენტარები

მსგავსი სიახლეები