2 0 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ქუთაისის მერობის კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე წარადგინა

უთაისის მერიაში ბიუროკრატიული ხარჯები შემცირდება, აღარ გაიცემა პრემიები და აღარავის ეყოლება პერსონალური მანქანა მძღოლით, - ამის შესახებ ქუთაისში”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ მისი წარდგენისას განაცხადა. 

”ქუთაისის 2017 ბიუჯეტს თუ გადავხედავთ, ცენტრალური მთავრობის იმედი არ უნდა გვქონდეს. ეს უკვე ნათელია, ამიტომ დამატებითი სახსრების მოძიებაა საჭირო. ამას თქვენთან თათბირით გავაკეთებ, მაგრამ რაც აუცილებელია, ეს არის ბიუროკრატიული ხარჯების მკვეთრად შემცირება, რომელიც ქალაქს დაახლოებით 10 მილიონ ლარს გამოუთავისუფლებს. პრემიას მერიაში არავინ მიიღებს. არავის აღარ ეყოლება მერიის სტრუქტურაში პერსონალური მანქანა მძღოლით. ეს ავტოპარკი მთლიანად აუქციონზე გაიყიდება და შემოსული თანხებით დამატებით სასწრაფოს მანქანებს ვიყიდით”, -განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. 

მისივე თქმით, გამარჯვების შემთხვევაში, ის და მისი გუნდი იშრომებს დაუღალავად. 

”ხალხის მმართველობა წარმოუდგენელია რესპუბლიკის გარეშე, რესპუბლიკა კი ძლიერი მოქალაქის გარეშე. არ არსებობს ძლიერი მოქალაქე თავის მხრივ კეთილდღეობის გარეშე. ჩემი და ჩემი პარტიის მთავარი საზრუნავი ისევე როგორც 2003-დან 2012 წლამდე იქნება ქუთაისელების კეთილდღეობა და ამისთვის გავაკეთებთ ყველაფერ შესაძლებელსა და შეუძლებელს, ვიშრომებ დაუღალავად, რომ ჩემი მერობის პირობებში რაც შეიძლება ნაკლებს უჭირდეს, რაც შეიძლება ნაკლები იყოს დაუსაქმებელი და რაც შეიძლება ნაკლები ფიქრობდეს, როგორ მოახერხოს, რომ შვილს ღირსეული განათლება მისცეს და არ დარჩეს ოჯახი სრულფასოვანი ჯანდაცვის გარეშე“, - განაცხადა ვაშაძემ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები