1 3 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ოპოზიციურმა პარტიებმა ჯანი ბუკიკიოს ერთობლივი წერილი მისწერეს

საქართველოს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის თავმჯდომარეს ჯანი ბუკიკიოს მორიგ ერთობლივ წერილს უგზავნიან, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ძვირფასო ბატონო ბუკიკიო,ვაფასებთ რა ვენეციის კომისიის დაინტერესებას და მცდელობას, რომ საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდეს კონსტიტუციური კანონის მიღებისათვის საჭირო ფართო საზოგადოებრივ-პოლიტიკური თანხმობის პირობებში, წინამდებარე წერილზე ხელმომწერ საქართველოს ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს გვსურს გაცნობოთ შემდეგი :როგორც თქვენთვის ცნობილია, საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობა, საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით, საქართველოში იმთავითვე დაიწყო ხელისუფლების მიერ დადგენილი იმ პოლიტიკური მოცემულობის პირობებში, რომ მომდევნო, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში უნდა ჩატარებულიყო სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით.

შესაბამისად, მხოლოდ სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან და მის ცალკეულ კომპონენტებთან დაკავშირებით მიმდინარეობდა მსჯელობა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში; ასეთი საარჩევნო სისტემის შესახებ კონსტიტუციური კანონ-პროექტი შეიმუშავა საკონსტიტუციო კომისიამ და მოახდინა მისი ინიცირება პარლამენტში; ასეთ კანონ-პროექტს ჩაუტარდა საყოველთაო სახალხო განხილვა მთელი ქვეყნის მასშტაბით (რის გარეშეც პროცედურულად არ შეიძლება კონსტიტუციური კანონის მიღება) ; პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ მოგვაწოდა საკუთარი პოზიციები ვენეციის კომისიამ (რომლის თითოეული წერილი თუ დასკვნა იწყებოდა სწორედ იმ პოზიტიური ფაქტის აღნიშვნით, რომ საქართველო გადადიოდა სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე).

ეს მოცემულობა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ერთპიროვნულად და თვითნებურად შეცვალა კონსტიტუციური კანონპროექტის საპარლამენტო განხილვის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე და პარლამენტში წარმოდგენილ დეპუტატთა მხოლოდ საკუთარი კონსტიტუციური უმრავლესობის ხმებით, ორი მოსმენით მიიღო კანონპროექტი იმ განსხვავებული მოცემულობით, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში ჩატარდება არსებული, მაჟორიტარულ - პროპორციული სისტემით, ხოლო მთლიანად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა მოხდება 2024 წლის არჩევნებისათვის.
მაჟორიტარულ-პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ, „ქართული ოცნების“ გარდა, არავის არსად არ უმსჯელია; უკვე ორი მოსმენით მიღებული აღნიშნული კანონპროექტისათვის, „ქართული ოცნების“ გარდა, პარლამენტში წარმოდგენილ არც ერთ პოლიტიკურ ძალას მხარი არ დაუჭერია.

სწორედ ამასთან დაკავშირებით მიიღო ვენეციის კომისიისაგან უმთავრესი შენიშვნა საქართველოს ხელისუფლებამ - რომ კონსტიტუციური ცვლილებები უნდა განხორციელდეს მხოლოდ ფართო საზოგადოებრივ-პოლიტიკური თანხმობის პირობებში.ვენეციის კომისიის ამგვარი შენიშვნის შემდეგ, ხელისუფლებამ საჯაროდ გამოაცხადა მზაობა შესაბამის სუბიექტებთან დიალოგისათვის.შექმნილ ვითარებაში, ოპოზიციური პოლიტიკური ძალების დიდმა უმრავლესობამ არაერთგზის, მათ შორის ორჯერ ერთობლივი ღია წერილით, მივმართეთ ხელისუფლებას, რომ მზად ვიყავით დიალოგისათვის იმ ერთადერთი საკითხის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლებას მსჯელობის საგნად უნდა დაებრუნებინა სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა, რაზეც 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ვმუშაობდით ყველა საქართველოში და რაზედაც იმუშავა ვენეციის კომისიამ .

ამასთან აღვნიშნეთ, რომ კონსენსუსის მისაღწევად ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობის იყო ე.წ. "გაუნაწილებელი მანდატების“ სამართლიანად, პარლამენტში მოხვედრილ პოლიტიკურ ძალებს შორის, მათი საარჩევნო შედეგებიდან გამომდინარე, პროპორციულად განაწილების საკითხი და ქვეყნის პრეზიდენტის პირდაპირი, საყოველთაო არჩევის წესის შენარჩუნება (მოცემული საკითხის პლებისციტის მეშვეობით განსაზღვრის შესაძლებლობით).საქართველოს ოპოზიციურ პარტიათა გარკვეულმა ნაწილმა ყოველგვარი წინაპირობის გარეშე გამოხატა მზაობა ხელისუფლებასთან დიალოგისათვის, მიუთითა რა დიალოგის პროცესში მათთვის პრიორიტეტულ შემდეგ საკითხებზე: 2020 წლიდან სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, საარჩევნო ბარიერის და ბლოკების საკითხები და პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი.

მიუხედავად საქართველოს ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის ნათლად გამოთქმული მზადყოფნისა დიალოგისათვის, 2017 წლის 1 სექტემბერს, ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ის ვეღარ ხედავს ოპოზიციასთან დიალოგის პერსპექტივას იმ მოტივით, თითქოს ოპოზიციას არ გამოუხატავს რეალური მზაობა საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში კონსენსუსის მისაღწევად.ცხადი გახდა, რომ იმდენად დიდია ხელისუფლების სურვილი, შეინარჩუნოს მაჟორიტარულ-პროპორციული საარჩევნო სისტემა, დააკანონოს ე.წ. „გაუნაწილებელი მანდატების“ უსამართლოდ, თავის სასარგებლოდ გადანაწილება და გააუქმოს პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი, რომ ამისათვის ის არ ერიდება სხვა პოლიტიკურ ძალებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ყოველგვარი თანხმობის გარეშე, კონსტიტუციის ერთპიროვნულად მიღებასაც კი.

ამგვარად, საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში კონსენსუსის მიუღწევლობის პასუხისმგებლობა, სრულად „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ეკისრება.საქართველოს ოპოზიციური პოლიტიკური ძალები მადლობას ვუხდით ვენეციის კომისიას საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში დახმარებისათვის და იმედს გამოვთქვამთ, რომ ვენეციის კომისიასთან მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენს ქვეყანას კვლავ მრავალგზის შეუწყობს ხელს დემოკრატიული განვითარების გზაზე.
"პატივისცემით :"ახალი საქართველო“ - გიორგი ვაშაძე"
ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისათვის“ - ბაქრაძე-უგულავა
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - ნიკა მელია
"ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ - ბაჩუკი ქარდავა
"თავისუფალი დემოკრატები“ - შალვა შავგულიძემოძრაობა
 "სახელმწიფო ხალხისთვის“ - ნიკა მაჭუტაძე
"რესპუბლიკური პარტია“ - ხათუნა სამნიძე
"სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის“ - ზურაბ ხარატიშვილისაქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია - შოთა მალაშხიაპარტია "რეფორმატორები“ - ირაკლი ღლონტი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები