0 9 : 0 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

,,ვბრუნდები უკრაინაში, რომ ვიბრძოლო ჩემი უფლებებისთვის სასამართლოში"

ჩამოტვირთვა

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ ვრცელი ინტერვიუ ტელეკომპანია BBC-ს მისცა. საქართველოს მესამე პრეზიდენტი გადაცემა "ჰარდ თოქს" ვარშავადან ჩაერთო და უკრაინაში მის წინააღმდეგ დაწყებულ პოლიტიკურ დევნაზე ილაპარაკა.

სააკაშვილის განცხადებით, მრავალი შეზღუდვისა და მედიის ბლოკირების პირობებში, ის ბოლო წლებში უკრაინის ერთ-ერთ გავლენიან პოლიტიკოსად იქცა, რის გამოც პეტრო პოროშენკომ მისი, როგორც კონკურენტის მოშორება გადაწყვიტა. სააკაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ 10 სექტემბერს უკრაინაში ჩასვლას აპირებს.

„დაბრუნების ყველანაირი კანონიერი უფლება მაქვს. ფორმულირება, რომ მე ვარ მოქალაქეობის გარეშე დარჩენილი პირი, საკმაოდ სადავოა, რადგან მოქალაქეობა უკანონოდ ჩამომართვეს. თუმცა, ასეც რომ ჩავთვალოთ, მე მოქალაქეობის გარეშე დარჩენილი პირი ვარ უკრაინისთვისაც და უკრაინის კონსტიტუციის თანახმად, ასეთი პირები სარგებლობენ ადამიანის უფლებების კონვენციით გათვალისწინებული ყველა უფლებით უკრაინის ტერიტორიაზე. მე ვბრუნდები უკრაინაში, რომ ვიბრძოლო ჩემი უფლებებისთვის სასამართლოში. უკრაინის პრეზიდენტს არ აქვს მოქალაქეებისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის უფლება,მითუმეტეს როდესაც პიროვნებას არ აქვს არცერთი სხვა ქვეყნის მოქალაქეობა,” - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

გადაცემის მსვლელობისას წამყვანმა პარალელი გაავლო ბიძინა ივანიშვილის სამართლებრივ დავას საქართველოს მოქალაქობასთან დაკავშირებით, რაზეც მესამე პრეზიდენტს კონკრეტული პასუხი ჰქონდა.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით ეს ორი რადიკალურად განსხვავებული საქმეა და მათი შედარება დაუშვებელია. მისი განმარტებით, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეობა მხოლოდ კანონით გათვალისწინებული ნორმებით დაკარგა იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო. მიხეილ სააკაშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც ივანიშვილი უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის ლიდერი გახდა, საქართველოს ხელისუფლებამ შეცვალა კანონი, რომ მას არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჰქონოდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები