0 2 : 0 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა მთავარ პროკურატურას მიმართა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, უკრაინული მედიის მიერ გავრცელებულ სკანდალურ ჩანაწერთან დაკავშირებით, მთავარ პროკურატურას მიმართა. ბექა ბასილაია ითხოვს გამოძიება სამი მუხლით უნდა დაიწყოს. 

საუბარია საინფორმაციო სააგენტო "სტრანა უა"-ს მიერ გავრცელებულ აუდიო მასალზე, სადაც უკრაინული მედიის მტკიცებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, რუს პრანკერს, რომელიც უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი ეგონა, ტელეფონით პოროშენკოსა და კვირიკაშვილის საიდუმლო შეხვედრის დეტალები უამბო და უთხრა, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოსთვის გადმოცემა საქართველოს ხელისუფლებას არ უნდა. 

ადვოკატის მოთხოვნით, პირველ ეტაპზე საუბარია 156-ე მუხლის მეორე ნაწილზე, რაც სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით დევნას გულისხმობს. ასევე, 332-ე მუხლის მეორე ნაწილი, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და 151-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის "დ" პუნქტი, რაც უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ ადევნებას გულისხმობს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები