0 9 : 0 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

2020 წელს შესაძლოა, პარლამენტის 5%-იანი ბარიერი ერთჯერადად გაუქმდეს

ჩამოტვირთვა

2020 წელს მმართველი გუნდი, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დაწესებული 5%-იანი ბარიერის ერთჯერადად გაუქმებას გეგმავს. ეს იმას ნიშნავს, რომ პარლამენტში ყველა ის პოლიტიკური პარტია მოხვდება, რომელიც ე.წ. ბუნებრივ ბარიერს - დაახლოებით, 1%-ს გადალახავს.

პოლიტიკური პლატფორმა ახალი საქართველოს  თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე, ფიქრობს, რომ უბარიერო სისტემის დაწესება სწორი გადაწყვეტილებაა და, ზოგადად, ეს სწორი სისტემაა. მისი თქმით, ამგვარად ბონუსების პრობლემაც მოგვარდება.

„ჩემი აზრით, უბარიერო სისტემა არის სწორი სისტემა, ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკოსები შევლენ პარლამენტში და არა აპარატშიკების მიერ დაწერილი ადამიანები სიაში. ეს ძალიან მაგარია, ეს ნიშნავს, რომ რეალურად ის ადამიანები იქნებიან, ვისაც ჯანსაღი კონკურენცია, იდეები აქვთ, კამათი შეუძლიათ და არა ის, ვინც ახლობლობით ჩავსვით სიაში,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

საქართველოს ევროპელი დემოკრატების  თავმჯდომარე, პაატა დავითაია, მიიჩნევს, რომ ეს წინადადება ნებისმიერი ოპოზიციური პარტიისთვის მისაღებია.

„რა თქმა უნდა, ასეთი მიდგომა თუ იქნება, ეს შანსებს ზრდის პოლიტიკური ცხოვრებისათვის, გაძლიერებისათვის დემოკრატიის, მაგრამ საინტერესოა, რა იქნება ამაზე მიბმული. ამიტომ რომ არ შეიძლება, ცალკე კონტექსტში განვიხილოთუბარიერო პარლამენტი, ჩვენ უნდა განვიხილოთ სისტემასთან და სხვა მიმართულებით, რასაც გავიგებთ ალბათ ხელისუფლებისაგან," - განაცხადა პაატა დავითაიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები