0 5 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ნინო ბურჯანაძე - თუ გინდათ, ამ მემორიალს ახალგაზრდების საფლავები აღარ მიემატოს, რუსეთს უნდა ელაპარაკოთ


    თუ გინდათ, ამ მემორიალს, კიდევ დამატებითი ახალგაზრდების საფლავები არ მიემატოს  და თუ გინდათ ქვეყანა გამთლიანდეს, პირველ რიგში, რუსეთს უნდა ელაპარაკოთ, - ამის შესახებ ნინო ბურჯანაძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა.
 „პირველ რიგში ყველას გვინდა ქედი მოვიხაროთ  ომში დაღუპული ახალაგზრდებისა და ყველა დაღუპულის წინაშე. ეს ძალიან დიდი ტრაგედიაა. გვინდა, მივუსამძიმროთ დაღუპულების ოჯახებს და დავარწმუნოთ, რომ მათი გმირების ხსოვნა ყოველთვის იქნება მომავალი თაობების გულში. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მსგავსი ტრაგედია არ განმეორდეს. უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ აღდგეს ნდობა ქართველებსა და ოსებს შორის, ქართველებსა და აფხაზებს შორის და შევძლოთ, ჩვენი ქვეყანა გავამთლიანოთ, ამისათვის საჭიროა სწორი ნაბიჯების გადადგმა და არა ის სიბრიყვე, რაც დღეს ქართულ პოლიტიკაში სუფევს“,- აღნიშნა ბურჯანაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები