1 0 : 1 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"აშშ-სა და რუსეთის ურთიერთობა ასეთ დაბალ ნიშნულზე ჯერ არ ყოფილა"

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერსონმა აშშ-ის და რუსეთის ურთიერთობებზე ისაუბრა, მისი თქმით, რუსეთთან ურთიერთობის ნიშნული ცივი ომის დასრულების შემდეგ ასეთ დაბალ მაჩვენებელზე აღარ ყოფილა.

   „რუსეთთან ურთიერთობა კვლავ მნიშვნელოვან წნეხს განიცდის. როგორც მოსკოვში ვიზიტისას ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის დროს აღვნიშნე, ურთიერთობები ცივი ომის დასრულების შემდეგ, ისტორიულ დაბალ ნიშნულზეა და შესაძლოა კიდევ უფრო გაუარესდეს. გასული კვირის მოვლენების შემდეგ მთავარი კითხვა ისაა, ურთიერთობები გაუარესდება, თუ ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ გარკვეულ სტაბილურობას და გავაგრძელოთ თანამშრომლობის გზების ძიება იმ სფეროებში სადაც საერთო ინტერესები გაქვს და ვეძებოთ გზები სადაც შეგვიძლია შევთანხმდეთ საკითხებზე რომლებზეც განსხვავებული ხედვა გვაქვს ღია კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად.

   რაც შეეხება სანქციებს, რომელიც კონგრესმა დაამტკიცა, ვერ ვიტყვი რომ მე ან პრეზიდენტი აღვფრთოვანდით ამით, ჩვენი აზრით ეს არ შეუწყობდა ხელს ჩვენს ძალისხმევას, მაგრამ გადწყვეტილება უკვე მიღებულია, მას პრეზიდენტი დაამტკიცებს და ჩვენ ამ გზით მუშაობა მოგვიწევს,” - განაცხადა რექს ტილერსონმა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები