1 7 : 3 5
 | 

პოლიტიკა

სააკაშვილი: "დღეს უკრაინიდან ოლიგარქების რეჟიმთან ვიბრძვი"

უკრაინულმა ტელევიზიამ "112"-მა საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან სატელეფონო ინტერვიუ ჩაწერა. საუბრის  თემა პოროშენკოს მიერ მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა იყო. 

"უკრაინელი პოლიტიკოსი ვარ და ასობით ათასი მხარდამჭერი მყავს უკრაინის ყველა რეგიონში. რომელ საქართველოზე მელაპარაკებით? მე უკრაინელი პოლიტიკოსი ვარ. დაიმახასოვრეთ ყველამ. საქართველო არაფერ შუაშია. საქართველოშია რუსი ოლიგარქი ივანიშვილი. მე საქართველოში პრეზიდენტობის ორი წარმატებული ვადა გავატარე, დღეს კი უკრაინიდან ოლიგარქების რეჟიმთან ვიბრძვი", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

   როგორც სააკაშვილმა თქვა, ის საქართველოში პოლიტიკურ საქმიანობას არ ეწევა, არამედ უკრაინული პარტიის ლიდერია და უკრაინიდან ოლიგარქი მმართველების რეჟიმის დასრულება სურს. მან პოროშენკო მოქალაქეობის ჩამორთმევის გამო კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და იმ დოკუმენტების ჩვენება მოითხოვა, რომლის საფუძველზეც მან მოქალაქეობა დაკარგა. სააკაშვილი ამბობს, რომ  ამ დოკუმენტებზე მისი ხელმოწერა გაყალბებულია. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები