0 9 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ნარმანია: მშენებლობებზე კონტროლი კანონით უნდა გამკაცრდეს

თბილისის მერი დავით ნარმანია მშენებლობაზე დიდუბეში, შენობის დემონტაჟის დროს მუშის გარდაცვალების გაქტს გამოეხმაურა. 

 "გამკაცრება აუცილებელია მოხდეს კანონმდებლობით და მაქსიმალურად ყველამ უნდა დაიცვას მშენებლობის უსაფრთხოების წესები და ნორმები. თუმცა მნიშვნელოვანია ისიც, რომ მშენებლები ხშირ შემთხვევაში არ ემორჩილებიან იმ წესებს და ნორმებს, რაც არსებობს, ამიტომ ეს ნორმებიც უნდა გადაიხედოს.

 მე ყოველთვის ვაძლევ დავალებას და ორი-სამი კვირის წინაც მქონდა დავალება მიცემული ზედამხედველობის სამსახურისთვის, რომ ვიყოთ უფრო მეტად მკაცრები. ზედამხედველობა ასრულებს ამ მითითებებს, მაგრამ სამწუხაროდ არის მაინც ცალკეული შემთხვევები, რაც სავალალო შედეგით მთავრდება, ამიტომ ყველამ უნდა მივაქციოთ ყურადღება”, - განაცხადა ნარმანიამ. 

გუშინ დიდუბეში, სოხუმის ქუჩაზე ​იტალიურ ეზოში ავარიული კორპუსის დემონტაჟის დროს კედელი ჩამოიშალა და მასში სამი მუშა მოჰყვა. კედლის ჩამონგრევის შედეგად ერთი მუშა გარდაიცვალა, ხოლო ორი მძიმედ დაშავდა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები