0 5 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

კობახიძემ ადა მარშანიას რუსეთში ვიზიტზე საუბრის საშუალება არ მისცა

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრს ადა მარშანიას  რამდენიმე წუთის წინ, პარლამენტში,   მოსკოვში ვიზიტთან დაკავშირებით საუბარი სურდა, თუმცა ამის საშუალება პარლამენტის თავჯდომარემ არ მისცა.

„მათ აწუხებთ ეს ჩვენი სწრაფვა ნატოსკენ და ისიც აღნიშნეს, რომ აქტივობა ნატოს მიმართულებით არის გაზრდილი პრეზიდენტ სააკაშვილის მმართველობასთან შედარებით. ისიც შეგვახსენეს, რომ ახლახანს თბილისში ჩატარდა ნატოს საპარლამენტო ასამბლეა...“ - განაცხადა ადა მარშანიამ.

ირაკლი კობახიძემ კი შეაწყვეტინა საუბარი და  დეპუტატს განუცხადა, რომ მსგავსი შინაარსის განცხადებების გაკეთება და პარტიული ვიზიტის შესახებ საუბარი, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მიზანშეწონილი არ არის.

„საპარლამენტო ვიზიტის ანგარიშს ისმენს პარლამენტის ბიურო. პარტიული ვიზიტის ანგარიშს არ ისმენს პარლამენტის ბიურო. პარტიულ ვიზიტებზე საუბრობენ ღია ბრიფინგით, ეს არის რეალობა,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები