2 0 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

კვირიკაშვილმა ბენიამინ ნეთანიაჰუ საქართველოში მოიწვია

   საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველო მუდამ ამაყობდა ისრაელტან მეგობრული ურთიერთობით და მსგავსი ვიზიტები კიდევ უფრო აძლიერებს ამ მუხტს.

"ჩვენი მეგობრული ერების 26-საუკუნოვანი მეგობრული ურთიერთობები მკაფიოდ აღიბეჭდა ჩვენს ეროვნულ მეხსიერებაში. ებრაელებსა და ქართველებს შორის პირადი კავშირები და ურთიერთობები მართლაც სამაგალითოა. ამ მხრივ, 2017 წელი განსაკუთრებულია, რადგანაც სწორედ წელს აღინიშნება ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25-ე წლისთავი, მაგრამ ჩვენს ურთიერთობებს, როგორც უკვე აღინიშნა, საუკუნეების წინ ჩაეყარა საფუძველი.

ჩვენ ვამაყობთ ჩვენს ერებს შორის არსებული ამ განსაკუთრებული მეგობრობით. სიხარულით აღვნიშნავ, რომ ორმხრივი ურთიერთობები ისრაელსა და საქართველოს შორის სწრაფად ვითარდება, ხოლო მაღალი რანგის ვიზიტები კიდევ უფრო აძლიერებს ამ მუხტს. ქართული მხარე განუხრელად მიჰყვება ისრაელის სახელმწიფოსთან პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების გზას", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 



კომენტარები

მსგავსი სიახლეები