0 2 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ემზარ კვიციანი ვანო ჯავახიშვილის მკვლელობის დაანონსების გამო პროკურატურაში დაიბარეს

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დეპუტატი ემზარ კვიციანი გამოსკოთხად დაიბარეს. მისი განმარტებით, კვიციანს უწყება უკვე გაეგზავნა. 

საქმე ეხება საქართველოს პარლამენტის წევრის, ემზარ კვიციანის მიერ, რუსთავი 2-ის ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული თოქ შოუს წამყვანის, ვანო ჯავახიშვილის მკვლელობის დაანონსებას.

დეპუტატმა სკანდალური ინფორმაცია Facebook-ის საკუთარ გვერდზე გუშინ გამოაქვეყნა.

პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი ამტკიცებს, რომ ვანო ჯავახიშვილის მკვლელობა გავლენიანი პირის დაგეგმილია. დეპუტატ ემზარ კვიციანის გაღიზიანებას ვანო ჯავახიშვილი მის ბოლო გადაცემას უკავშირებს, სადაც წამყვანის მონოლოგის დიდი ნაწილი პატრიოტთა ალიანსის რუსეთში შეხვედრებს დაეთმო.

"ჩვენ უკვე დავინტერესდით, შესაბამისი უწყება ჩაბარებულია და ველოდებით ემზარ კვიციანის გამოცხადებას, რათა მოხდეს მისი გამოკითხვა. ის დაბარებულია გამოსაკითხად, რათა გავერკვეთ, რაზე და რა ინფორმაციაზე საუბრობს ის. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, მის განცხადებაში საუბარია ადამიანის შესაძლო ხელყოფაზე და ჩვენ აუცილებლად გავერკვევით ძალიან დეტალურად და ძალიან სწრაფად," - აღნიშნა ირაკლი შოთაძემ. 


http://rustavi2.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები