0 5 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრის გამოსვლა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე - „საქართველოს ევროპული გზა“

დღეს  ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია "საქართველოს ევროპული გზა" გაიმართა.

"ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს მკაფიო ხედვა და ასევე ამ ხედვის რეალობად ქცევის გეგმა. ჩვენი მიზანია მივაღწიოთ ინტეგრაციის მაქსიმალურ შესაძლო დონეს, რომლის შემდეგ ევროკავშირში გაწევრიანება მხოლოდ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული.

ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის გზა, რომელიც ყველასგან, თითოეული ჩვენგანისგან - მთავრობისგან, პოლიტიკური ძალებისგან, საზოგადოებისაგან მოითხოვს დიდ ძალისხმევას და შემართებას. ჩვენ მზად ვართ ამისთვის, რადგან კარგად ვიცით, რომ ევროპული გზა ერთადერთი გზაა, რომელიც ჩვენი ქვეყანის ღირსეულ მომავალს განაპირობებს,"-განაცხადა პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები