0 0 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

თბილისის ზღვაში ავტომობილი ჩავარდა - დაღუპულია ორი ადამიანი

ჩამოტვირთვა

ორი ადამიანი დაიღუპა ავტოავარიის შედეგად თბილისში.  "ოპელის" მარკის ავტომობილი ზღვაში ჩავარდა. 

დაშავებულია მანქანაში მდჯომი კიდევ ორი მგზავრი. 

ავტოსაგზაო შემთხვევა დაახლოებით ღამის 3 საათისთვის მოხდა. გარდაცვლილთაგან ერთი რუსეთის მოქალაქე, 55 წლის აბდულა ვაგაპოვია, ის ჩეჩნეთიდან მეგობართან ერთად ჩამოვიდა და ტაქსით გადაადგილდებოდა თბილისის ზღვაზე. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და თბილისის ზღვის წყალსაცავში გადავარდა.

სამაშველო ჯგუფები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. ამ დროისთვის ავტომობილი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი.

ავტოავარიის შედეგად ერთ-ერთი გარდაცვლილის ნათესავი ამბობს, რომ ისინი საბუთების ასაღებად მიდიოდნენ. 

„აბდულა ჩემი ნათესავია, პოლიცია მოვიდა და მითხრა, რომ ის დაიღუპა. ჩეჩენი სულ ორი იყო. ისინი საბუთების ასაღებად მიდიოდნენ. გამორიცხულია ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ყოფილიყვნენ,“ - განაცხადა ხასან სულეიმანოვმა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები