0 3 : 0 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

,,ეკიპაჟის წევრები, რომლებმაც ორი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს, მინდა, პრეზიდენტს სახელმწიფო ჯილდოზე წარვუდგინოთ"

ჩამოტვირთვა

სამეგრელოში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და სასაზღვრო პოლიციის ერთობლივ ოპერაციაში ჩართული ეკიპაჟის წევრები, რომლებმაც ორი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს, მინდა, პრეზიდენტს სახელმწიფო ჯილდოზე წარვუდგინოთ.

ასევე გუშინ, შავი ზღვის აკვატორიაში 5 ბალამდე შტორმის დროს, მაშველებმა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად 20 ადამიანი გადაარჩინეს, აქედან ორი იყო უცხო ქვეყნის მოქალაქე. ყველა დამეთანხმებით, რომ ეს თავდადება ძალიან დასაფასებელია და მინდა მივმართო შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყოს მათი სათანადოდ დაჯილდოება და წახალისება.

ეს არის უაღრესად საპატიო საქმე და ძალიან საამაყოა, რომ გვყავს ასეთი მაღალპროფესიონალი მაშველები და მფრინავები, რომლებმაც გუშინ სასწაული შეძლეს.

ასევე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა მეხანძრე-მაშველს, რომლებიც რამდენიმე დღის წინ თბილისში მომხდარი ხანძრის ლიკვიდაციაში მონაწილეობდნენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები