1 2 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

გიორგი კვირიკაშვილი: ,,დავით ნარმანია ჩუმად ბევრ საქმეს აკეთებდა"

დავით ნარმანია ჩუმად, ბევრ საქმეს აკეთებდა და არაერთ კრიტიკის ქარცეცხლს გაუძლო, ხშირად დაუმსახურებელს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

მთავრობის მეთაურმა დედაქალაქის მერს დავით ნარმანიას მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის. 

"მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო დავით ნარმანიას, რომელსაც არაერთი კარგი საქმე აქვს გაკეთებული ჩვენი დედაქალაქისთვის. დავით ნარმანია ჩუმად და ბევრ საქმეს აკეთებდა და მან არაერთი კრიტიკის ქარცეცხლს გაუძლო, ხშირად დაუმსახურებელს. მინდა, წარმატებები ვუსურვო. ის ჩვენი გუნდის წევრია და მომავალ საქმიანობაში წარმატება ვუსურვო.ვფიქრობ, რომ ეს არჩევნები, რომელსაც ვუახლოვდებით, არის ძალიან მნიშვნელოვანი. მოწოდებულები ვართ, რომ არჩევნები იყოს გამჭვირვალე, კონკურენტულ გარემოში ჩატარდეს, ისევე როგორც ჩატარდა ბოლო 3 არჩევნები", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები